logo_geo
როგორ ჩადის ელისო კილაძე უკრაინაში და როგორ ხვდება მას სააკაშვილის დაცვის წევრი - უკრაინული მედია ვიდეოს ავრცელებს
- +

16 იანვარი. 2017. 14:28




უკრაინულმა მედიამ სააკაშვილი იარაღით ვაჭრობასა და ჟურნალისტების მოსყიდვაში ამხილა. სტატიის თარგმანი საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსმა" გაავცელა, რომელსაც „ქართული აზრი" უცვლელად გთავაზობთ:

 


სააკაშვილი იარაღით ვაჭრობასა და ჟურნალისტების მოსყიდვაში ამხილეს"


გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" ეხმაურება რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს იარაღით ვაჭრობით მიღებული თანხებით აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა კიევის რესტორან „სან პაულუში" გამართულ, სააკაშვილსა და კობა ნაყოფიას შეხვედრის შესახებ, სადაც საუბარი ეხებოდა მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების სქემებსა და თანხებს, რომლებსაც სააკაშვილის ბიძა - „კგბ"-ს ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია ათეთრებს. „უკრაინული რევოლუცია" წერს, რომ სააკაშვილი ცნობილია სკანდალური კარიერით. სააკაშვილი პორნოგრაფიის გადაღების გამო კიევის ინსტიტუტიდან გარიცხეს, იყო ბრალდებები აკრძალული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, ასევე სააკაშვილის მრავალი სასიყვარულო თავგადასავლები, რაც თვით დონ ჟუანსაც შეშურდებოდა. გამოცემის თქმით, ამჟამად ბრალდებები ბევრად სერიოზულია, რადგან ნებისმიერ ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოში იარაღით ვაჭრობა პოლიტიკური კარიერის დასრულებას ნიშნავს. რედაქცია აქვეყნებს ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილსა და მის პარტიას „Рух новых сил" შორს მიმავალი გეგმები აქვთ და სიტყვები „რევოლუცია" და „გადატრიალება" სააკაშვილის ლექსიკონში ხშირად ისმის. გამოცემა «ОРД"-ზე დაყრდნობით, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტია, რომლის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილის ახალი სტრატეგია მიუღებელი გახდა პარტიის ბევრი ლიდერისა და პარლამენტის წევრისთვის. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველოში არჩევნები წააგო, მან გადაწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის" მთელი ინფრასტრუქტურა უკრაინაში მის პოლიტიკურ ბრძოლას მოახმაროს, რასაც ბევრი არ დაეთანხმა და შედეგად 21-მა დეპუტატმა 27-დან პარტია დატოვა. გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტების მოსყიდვა დაიწყო. „უკრაინული რევოლუციის" ინფორმაციით, სქემის მიხედვით, თემურ ალასანია ყიდის იარაღს, ფული მიდის სააკაშვილთან და მის „მოლარე" კობა ნაყოფიასთან, შემდეგ ხდება ჟურნალისტების მოსყიდვა, დასახელებულია კონკრეტული ფასიც - 4000 ამერიკული დოლარი თვეში. პუბლიკაციის შინაარსს წყვეტს უშუალოდ სააკაშვილი ან ახალაია, რომელიც საქართველოში ცნობილია ადამიანების წამებით სააკაშვილის მმართველობის დროს. გამოცემამ გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოსყიდული ჟურნალისტი ელისო კილაძეა. ანონიმურმა წყარომ გამოცემას მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტის ერთ-ერთი ვიზიტი კიევში, 31 ოქტომბერს, რეისით 516 თბილისი-კიევი. ვიდეომასალაში ჩანს ელისო კილაძე ბორისპოლის აეროპორტში. კიევში სკანდალურ ჟურნალისტს სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი დახვდა და სააკაშვილთან მიაცილა. მეორე დღესვე, რეისით 517 ელისო კილაძემ კიევი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ელისო კილაძემ გამოაქვეყნა რიგი პუბლიკაციები სააკაშვილის ყოფილი მომხრეების წინააღმდეგ. გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" აგრძელებს თემაზე მუშაობას და არკვევს იმ ჟურნალისტების ვინაობას, ვისაც სააკაშვილი აფინანსებს და მათი სახელების გამოქვეყნებას აანონსებს, ასევე, ეცდება გაარკვიოს, სად ყიდიან იარაღს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია.



 

http://uarevo.in.ua/35142162.html


http://exclusivenews.ge/post/35573






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი