logo_geo
Українська революція: ელისო კილაძეს სტატიებს სააკაშვილი და ახალაია უკვეთავენ
- +

16 იანვარი. 2017. 16:56




გამოცემა „უკრაინული რევოლუციის" ცნობით, სააკაშვილი ჟურნალისტების მოსყიდვას იარაღის უკანონო ვაჭრობით ახერხებს.


„უკრაინული რევოლუციის" ინფორმაციით, სქემის მიხედვით, თემურ ალასანია ყიდის იარაღს, ფული მიდის სააკაშვილთან და მის „მოლარე" კობა ნაყოფიასთან, შემდეგ ხდება ჟურნალისტების მოსყიდვა, დასახელებულია კონკრეტული ფასიც - 4000 ამერიკული დოლარი თვეში.

 

„პუბლიკაციის შინაარსს წყვეტს უშუალოდ სააკაშვილი ან ახალაია, რომელიც საქართველოში ცნობილია ადამიანების წამებით სააკაშვილის მმართველობის დროს. გამოცემამ გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოსყიდული ჟურნალისტი ელისო კილაძეა. ანონიმურმა წყარომ გამოცემას მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტის ერთ-ერთი ვიზიტი კიევში, 31 ოქტომბერს, რეისით 516 თბილისი-კიევი. ვიდეომასალაში ჩანს ელისო კილაძე ბორისპოლის აეროპორტში. კიევში სკანდალურ ჟურნალისტს სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი დახვდა და სააკაშვილთან მიაცილა. მეორე დღესვე, რეისით 517 ელისო კილაძემ კიევი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ელისო კილაძემ გამოაქვეყნა რიგი პუბლიკაციები სააკაშვილის ყოფილი მომხრეების წინააღმდეგ. გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" აგრძელებს თემაზე მუშაობას და არკვევს იმ ჟურნალისტების ვინაობას, ვისაც სააკაშვილი აფინანსებს და მათი სახელების გამოქვეყნებას აანონსებს, ასევე, ეცდება გაარკვიოს, სად ყიდიან იარაღს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია", - ნათქვამია Українська революція-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, დღეს Українська революція-მ გაავრცელა სტატია სათაურით „სააკაშვილი იარაღით ვაჭრობასა და ჟურნალისტების მოსყიდვაში ამხილეს".

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=2&id=3049






 

big_banner
არქივი