logo_geo
მიხეილ სააკაშვილისა და ელისო კილაძის შეხვედრის დეტალები
- +

16 იანვარი. 2017. 16:57



უკრაინული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა და ახალაიამ ელისო კილაძეს თანაგუნდელებზე სკანდალური სტატიები დაუკვეთეს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა უკრაინაში შედგა. ელისო კილაძე ბორისპოლის აეროპორტში ანონიმურმა წყარომ დააფიქსირა, სადაც მას სააკაშვილის დაცვის უფროსი დახვდა და ექს-პრეზიდენტთან მიაცილა.


„უკრაინული რევოლუციის" ინფორმაციით, სქემის მიხედვით, თემურ ალასანია ყიდის იარაღს, ფული მიდის სააკაშვილთან და მის „მოლარე" კობა ნაყოფიასთან, შემდეგ ხდება ჟურნალისტების მოსყიდვა, დასახელებულია კონკრეტული ფასიც - 4000 ამერიკული დოლარი თვეში.

 

„პუბლიკაციის შინაარსს წყვეტს უშუალოდ სააკაშვილი ან ახალაია, რომელიც საქართველოში ცნობილია ადამიანების წამებით სააკაშვილის მმართველობის დროს. გამოცემამ გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოსყიდული ჟურნალისტი ელისო კილაძეა. ანონიმურმა წყარომ გამოცემას მიაწოდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტის ერთ-ერთი ვიზიტი კიევში, 31 ოქტომბერს, რეისით 516 თბილისი-კიევი. ვიდეომასალაში ჩანს ელისო კილაძე ბორისპოლის აეროპორტში. კიევში სკანდალურ ჟურნალისტს სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი დახვდა და სააკაშვილთან მიაცილა. მეორე დღესვე, რეისით 517 ელისო კილაძემ კიევი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ელისო კილაძემ გამოაქვეყნა რიგი პუბლიკაციები სააკაშვილის ყოფილი მომხრეების წინააღმდეგ. გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" აგრძელებს თემაზე მუშაობას და არკვევს იმ ჟურნალისტების ვინაობას, ვისაც სააკაშვილი აფინანსებს და მათი სახელების გამოქვეყნებას აანონსებს, ასევე, ეცდება გაარკვიოს, სად ყიდიან იარაღს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია", - ნათქვამია სტატიაში.


ცნობისთვის, Українська революція-მ გაავრცელა სტატია სათაურით „სააკაშვილი იარაღით ვაჭრობასა და ჟურნალისტების მოსყიდვაში ამხილეს".

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=2&id=3049



 

big_banner
არქივი