logo_geo
ანდერს ფოგ რასმუსენი: რუსეთი არა პარტნიორი, არამედ მოწინააღმდეგეა!
- +

19 ნოემბერი. 2018. 10:33

 

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ დღეს ალიანსმა გაიაზრა, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა.

 

„2009 წელს ვფიქრობდით, რომ შევძლებდით, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვექცია. 2010 წელს NATO-რუსეთის სამიტი ჩავატარეთ, სადაც გადავწყვიტეთ, სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატზე გვემუშავა, მაგრამ დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

big_banner
არქივი