logo_geo
„შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება
- +

19 ნოემბერი. 2018. 11:30

 

„საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

 

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

 

„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას – ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

big_banner
არქივი