logo_geo
ირაკლი კობახიძე: მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ
- +

28 ნოემბერი. 2018. 11:32

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 

„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, არის ორი პოლიტიკური ძალა. იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებებიც, მოგეხსენებათ, არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი