logo_geo
გიორგი გახარია: მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით
- +

28 ნოემბერი. 2018. 17:22

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, - განაცხადა გახარიამ.

 

ჟურნალისტის კითხვას, პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან საჭიროების მიხედვით.

 

„ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი