logo_geo
NDI-ის წარმომადგენელი: ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები
- +

30 ნოემბერი. 2018. 01:49

 

„ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები“, – ამის შესახებ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, ეს არის წინასწარი შედეგები, ასევე მიდის ხმების პარალელურად დაჯამება, მაგრამ შედეგები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ანუ შეიძლება იყოს გარკვეულად დაკორექტირებული ეს მონაცემები, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი“, – განაცხადა პერ ეკლუნდმა.

 

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59.52 % აქვს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს – 40.48 %.

 

 

 

big_banner
არქივი