logo_geo
პოლონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს
- +

30 ნოემბერი. 2018. 19:22

 

 

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

 

„პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო,

 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს, დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ ყოველმხრივი კეთილდღეობა ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

 

მსურს, გამოვხატო გულწრფელი რწმენა, რომ ტრადიციული მეგობრული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს. პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.

 

პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში.

 

წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჟის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ- სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება“, - ნათქვამია ანჯეი დუდას მისალოცში.

 

 

big_banner
არქივი