logo_geo
სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო თანამდებობა შესაძლოა, ირაკლი მეზურნიშვილმა დაიკავოს
- +

3 დეკემბერი. 2018. 10:30

 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა დაიკავოს.

 

პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე სალომე ზურაბიშვილის შემცვლელად სწორედ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც ამ დროისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს უკავია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი