logo_geo
ირაკლი კობახიძე: ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა
- +

3 დეკემბერი. 2018. 14:30

 

„ეს არის სპეკულაციები. ამ სპეკულაციებს არ აქვს, ბუნებრივია, საფუძველი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს კრიმინალებთან თანამშრომლობისა და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის საბაბის შექმნა სურს.

 

„მათ უნდათ, რაღაცნაირად შექმნან საბაბი დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ამის პერსპექტივა არ არის. არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციას საქართველოში არ აქვს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. უნდა მივცეთ ქვეყანას განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაც მოძრაობის“ სახით, რომელიც არის თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი თავისი შინაარსით ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ჩვენ ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი