logo_geo
პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება
- +

4 დეკემბერი. 2018. 20:23

 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს  არჩეულმა პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

 

„განიხილება ძალიან ბევრი ვერსია, მათ შორის ქალაქგარეთ ჩატარების. ყველაფერს გეტყვით, როცა დადასტურებული იქნება. ჯერ ყველა ვერსიის და სცენარის შესწავლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწევს თუ არა ინაუგურაციაზე მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს,  სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიიწვევს.

 

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. პირველი არხის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის ადგილად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო, ასევე ავლაბრის სასახლის ეზო განიხილება. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინაუგურაცია შესაძლოა, თელავში ან ფოთში გაიმართოს.

 

 

 

big_banner
არქივი