logo_geo
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად თელავი განიხილება
- +

4 დეკემბერი. 2018. 23:04

 

"ქრონიკის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.

 

3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ თბილისში არ გაიმართება და ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება.

 

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

 

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი