logo_geo
„გამარგინალებული პირები თუ ჯგუფები დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“
- +

18 იანვარი. 2017. 20:39


 

„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად მოსახლეობაში არაპოპულარული პირები, ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან" დაკავშირებულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კარგად არის ინფორმირებული.

 

„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად მოსახლეობაში არაპოპულარული პირები, ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ. საკუთარი უსარგებლოობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით მე დღეს ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა „გაზპრომთან" მოლაპარაკებებში. არავიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ღიად და ნათლად, მთელი პასუხისმგებლობით ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი. ქვეყნის სატრანზიდო ფუნქცია და სტაბილური განვითარება. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა. ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერაა ის განცხადებები რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ. ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო, შეიძლება რთული მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები.

 

„გაზპრომთან" მიღებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით. ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან ცუდია რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა. სამწუხაროა და ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს. ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთად ერთ მიზანს, მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები პოპულისტური განცხადებებით. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ. იმედს ვიტოვებ რომ ეს მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით სულ მალე გამოსწორდება. ჩვენს გუნდ ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს", -განაცხადა კალაძემ.



 

big_banner
არქივი