logo_geo
დავით უსუფაშვილი: ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ადამიანები საინტერესო ოპონენტები იქნებიან
- +

19 იანვარი. 2017. 12:18


 


პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ადამიანები იქნებიან საკმაოდ საინტერესო ოპონენტები, რომლებთან კონკურენციაშიც სერიოზული წარმატების მიღწევისთვის იზრუნებს.


მე ვიცი, რომ პოლიტიკური გუნდი, რომლის ფორმირების პროცესში მეც ვმონაწილეობ, ჩართული იქნება კონკურენციაში ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულ პირებს აშკარად აქვთ ამის სურვილი. ჩემთვის ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ადამიანები იქნებიან საკმაოდ საინტერესო ოპონენტები, რომლებთან კონკურენციაშიც სერიოზული წარმატების მიღწევისთვის ვიზრუნებ. დანარჩენი, ვის რა ბედი ელის, ეს გადამწყვეტი იქნება არჩევნებზე და ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ჩემთვის ეს გუნდი არის ერთი-ერთი საინტერესო ოპონენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მე მათ ხედვებს, მიზნებს თუ პოლიტიკურ ამოცანებს 2004 წლის ივნისში გავემიჯნე. თუ რამე საკითხს გადაიაზრებენ, უკეთ ჩამოყალიბდებიან, სახელმწიფოს როლზე თუ კანონის უზენაესობაზე, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ქართულ პოლიტიკურ სივრცეს არ სჭირდება მორიგიგადამრჩენი ქვეყნის", არამედ სჭირდება პოლიტიკურ პროცესში ჩართული პარტიები, რომლებსაც აქვთ უნარი ერთმანეთთან მკვეთრი დაპირისპირების, დებატების, მაგრამ ასევე აქვთ უნარი ერთმანეთთან თანამშრომლობის, ქვეყნის წინ წასაყვანად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


 

big_banner
არქივი