logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ კანონის უზენაესობის გარანტორი
- +

13 დეკემბერი. 2018. 19:46

 

„მე ვარ კანონის უზენაესობის გარანტორი“, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეხებოდა.

 

ზურაბიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, უწყებაში კანონის თანახმად განახორციელა რეორგანიზაცია და თანამშრომლები კონკურსის საფუძველზე შეარჩია, კანონი დაცული იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

 

„როგორც პრეზიდენტის ჩემი პოზიციაა, რომ მე ვარ გარანტორი კანონის უზენაესობის. ყველა კანონი, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“  შესრულებული უნდა იყოს.  როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და მყავდა იგივე მოადგილე, საუბარია ლაშა ჟვანიაზე, ჩვენ სამინისტროში განვახორციელეთ რეორგანიზაცია და კონკურსის საფუძველზე ავიყვანეთ თანამშრომლები, ეს არის საჯარო სამსახურის კანონი და ჩემს ადმინისტრაციაში ეს დაცული იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი