logo_geo
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
- +

16 დეკემბერი. 2018. 15:18

 

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

 

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, „ბატონის სასახლეში“ მიმდინარეობს.

 

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო.

 

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტი ამ წუთებში ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართავს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი