logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე
- +

16 დეკემბერი. 2018. 16:26

 

„საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩემი და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში და ეს ჩემი არჩევანია. თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ. საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები. ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში და ვიქნები ჩემს ხალხთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი