logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: დამოუკიდებელი, ძლიერი, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!
- +

16 დეკემბერი. 2018. 17:09

 

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის. დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!

 

ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი