logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით
- +

16 დეკემბერი. 2018. 17:10

 

„მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე და ეს იმედი ყველას გვაერთიანებს“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

 

„მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს, უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზი ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი