logo_geo
2019 წელს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა
- +

17 დეკემბერი. 2018. 13:08

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა.

 

„2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება NATO-ს მხრიდან, ველით NATO-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ასევე NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს. ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს NATO-ს ჩართულობას საქართველოში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი