logo_geo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში აგრესია საერთოდ არ არის
- +

18 დეკემბერი. 2018. 01:05

 

„დარწმუნებული ვარ, არც რუსეთში, არც აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში ადამიანი არ არსებობს, რომელიც უშვებს იმას, რომ ქართული მხარე აგრესიას აპირებს ან ერთი, ან მეორე რეგიონის მიმართულებით“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში აგრესია საერთოდ არ არის.

 

„განცხადება გაკეთებულია იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რომ არის ძლიერი და ამ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰყავს. ეს ხაზს მისი ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას უსვამს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით ლეგიტიმური არ არის“, – დასძინა ვოლსკიმ.

 

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს აგრესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

big_banner
არქივი