logo_geo
დიმიტრი ცქიტიშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა
- +

18 დეკემბერი. 2018. 13:12

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად თავი გაიმართლოს და თავისი დამარცხება ვიღაცას გადააბრალოს.

 

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, რაც არსებულ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მათ საშუალება ჰქონდათ, პროცესში ჩართულიყვნენ და ქვეყანა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, კლოუნადაა იმის, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ და თავის დამარცხება ვიღაცას გადააბრალონ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი