logo_geo
მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლებში 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება
- +

20 დეკემბერი. 2018. 12:19

 

„2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი