logo_geo
მამუკა ბახტაძე: საქართველო გახდება ლიდერი ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებაში
- +

20 დეკემბერი. 2018. 13:41

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პერსპექტივის მქონე ქვეყანა, რომ მსოფლიოს მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას და მწვანე პოლიტიკას. მთელ მსოფლიოში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიწოდების დეფიციტი. ვფიქრობ, საქართველო არის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პერსპექტივის მქონე ქვეყანა, რომ მსოფლიოს მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ჩვენს პოლიტიკაში ამ მხრივ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმედ აისახა ბევრ ჩვენს მოქალაქეზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. იმ ახალი რეგულაციებით, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად დაიძლევა. მეტიც, იმ პროექტებით, რომელსაც ვგეგმავთ სოფლის მეურნეობაში, რომ ყველა გადასახადისგან გავათავისუფლოთ ორგანული პროდუქციის წარმოება, საქართველო გახდება ლიდერი ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი