logo_geo
გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება
- +

21 დეკემბერი. 2018. 19:20

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ინტელექტუალური „სპარინგიც“ უინტერესო გახდა.

 

როდესაც სცენას დგამთ და მერე მეუბნებით, ეს ერთი წლის წინ იყოო, ყოჩაღ, ბატონო გიგა. ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება და საქართველოს პარლამენტიც გაბრწყინდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გიგა ბოკერიას კითხვა ეხებოდა „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერის მიერ წარდგენილ ჩანაწერს, სადაც ბოკერიას მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერზე ზეწოლას ახდენენ. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პიროვნება, რომელიც კანონიერი გზით მოპოვებულ ჩანაწერში ფიგურირებს, ოპოზიციური პარტიის აქტივისტს ეუბნება, რომ დეპუტატი მირზოევი პოლიციას უკვე ესაუბრა, მათ ხმას არავინ გასცემს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ისიც „ოცნების“ მხარეს გადავა. ბოკერიამ გიორგი გახარიას ჰკითხა, აიყვანს თუ არა პირად კონტროლზე აღნიშნულ საქმეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი