logo_geo
მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ!
- +

21 დეკემბერი. 2018. 23:03

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-live-ს დროს აღიარა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერები მართავდნენ იმ facebook გვერდებს, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ყალბ ახალ ამბებს ავრცელებდნენ. ამ გვერდების მთავარი სამიზნე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თავად „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ.

 

როგორც სააკაშვილმა თქვა, გურამ დონაძე იყო ავტორი ერთ-ერთი ასეთი facebook გვერდისა „რეზიდენტი სალომე”. რაც შეეხება კიდევ ერთ მსგავს გვერდს, რომელსაც „ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” ჰქვია, ხელმძღვანელობდა ენმ-სთან აფილირებული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის” აქტივისტი ფარნაოზ ჭკადუა.

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული facebook გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ხშირად ავრცელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტებელ ამბებს, რომელთა ნაწილი იყო ყალბი.

 

მაგალითად, როგორც გვერდი „რეზიდენტი სალომე” წერდა, სალომე ზურაბიშვილი ზაზა სარალიძის დაკავებას ამართლებს და ამბობს, რომ მოკლული დავით სარალიძის მამა „ჭკუას ისწავლის”. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი რამ არ უთქვამს.

 

ზურაბიშვილს არც მეგრელებისა და კახელების შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკუთვნის. ეს ინფორმაციაც „რეზიდენტი სალომეს” გავრცელებულია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი