logo_geo
ეკა ბესელია: საპარლამენტო საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის მხოლოდ უნიჭო შოუ
- +

23 დეკემბერი. 2018. 01:06

 

„სხდომებზე ისედაც არ დადიან. სხდომებს ისედაც აცდენენ. არც კანონპროექტებს კითხულობენ და საერთოდ საპარლამენტო საქმიანობა მათთვის არის მხოლოდ უნიჭო შოუ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 22 დეკემბრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს აღარ დაესწრება.

 

„ეს არ არის რეალურად საპარლამენტო საქმიანობა შინაარსობრივად. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია უფრო ალბათ იმით, რომ მიიღონ ის სიკეთე და გარანტიები, რაც აქვს პარლამენტის წევრს და არ შეასრულონ ის მოვალეობები, რაც ასევე ეკისრება პარლამენტის წევრს“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი