logo_geo
ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის დღის წესრიგი მუდმივად სიცრუის ტირაჟირებაზეა აგებული
- +

24 დეკემბერი. 2018. 16:59

 

„ოპოზიციის დღის წესრიგი აგებულია იმაზე, რომ მუდმივად სიცრუის ტირაჟირებაში იყვნენ“, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტში არსებულ იმ ცვლილებაზე იკამათეს, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერმა გამოიწვია.

 

„ცენტრალური ხელისუფლება 170 მილიონი ლარით გვეხმარება, რაც 2018 წლის ბიუჯეტში აისახება. ეს მოხმარდება დამატებით 220 ავტობუსის შემოყვანას, მეორე მიმართულება იქნება ეკოლოგია, მესამე მიმართულება იქნება განათლება, აშენდება ახალი ბაღები და ძველ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება", - განაცხადა ზარქუამ.

 

 

ირაკლი ზარქუა აქვე გამოეხმაურა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.

 

„სინამდვილეში, ხელფასები გარკვეულ ნაწილში რიგით თანამშრომლებს ეზრდებათ - ურბანული და იურიდიული სამსახურის რიგით თანამშრომლებს, რომლებიც ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ემატებათ ასევე თანამშრომლები, რადგან ვერ აუდიან მომსახურებას", - განაცხადა ზარქუამ.

 

დღეს თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება განიხილეს.

 

2019 წლის ბიუჯეტს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერენ.

 

 

big_banner
არქივი