logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს!
- +

25 დეკემბერი. 2018. 00:00

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.

 

„ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, საქართველოსა და მსოფლიოში, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

 

იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლის, სიკეთის.

 

კაცთმოყვარეობა არის ის, რაზეც დგას ქრისტიანობის ისტორია.

 

ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი