logo_geo
ბექა დავითულიანი: 2018 წელი თბილისისთვის აქტიური და დინამიური იყო
- +

25 დეკემბერი. 2018. 17:47

 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, კახა კალაძის ანგარიში შთამბეჭდავი იყო.

 

„ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ იმ სამუშაოებში, რაც ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში ჩატარდა, ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით  ვიყავით ჩართული. ნამდვილად აქტიური და დინამიური წელი იყო. რაც შეეხება  2019 წლის ბიუჯეტს, რომელსაც დღეს საკრებულოს სხდომაზე ვუყრით კენჭს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი, რომელიც  ბოლო წლებში  ჰქონია თბილისს“, - განაცხადა დავითულიანმა. 

 

სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დედაქალაქის მერს კონკრეტული შეკითხვები დაუსვა. ბექა დავითულიანი დედაქალაქში მიმდინარე პროექტით დაინტერესდა, რომელიც დაავადებული ხეების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მას შეკითხვები ასევე აეროპორტის გზაზე ხიდის შეჩერებულ  მშენებლობაზე ჰქონდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი