logo_geo
ყოფილმა პრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეც და მისი გუნდიც დიდი ალბათობით მიატოვა!
- +

26 დეკემბერი. 2018. 00:30

 

 

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის პირდაპირ ეთერში მის მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ ემიგრანტებმა მას შესთავაზეს ახალ მოძრაობაში ჩაბმა, რომლის სახელწოდებაა “ერთად სახლში”.

 

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მოძრაობა ერთ დიდ ზვირთად უნდა იქცეს და გაზაფხულამდე საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, ჩავიდეს ქვეყნის ყველა რეგიონსა თუ რაიონში. სააკაშვილის თქმით, ისიც ჩაერთვება ამ სამოქალაქო მოძრაობაში და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რადგან არ ეშინია არაფრის, თუმცა სანამ იტყოდა, რომ არ ეშინია რამდენიმე წამიანი პაუზა მაინც გააკეთა.

 

აღსანიშნავია, რომ ყოფილ პრეზიდენტს დღევანდელ ვიდეომიმართვაში აღარ უხსენებია არც გრიგოლ ვაშაძე და არც გაერთიანებული ოპოზიცია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღარც გრიგოლ ვაშაძე აქტიურობს დიდად და მხოლოდ გვესმის, რომ აქციები გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

რუსთაველის გამზირზე წამოწყებული კარვების აქციაც დიდ თავისტკივლად ექცათ მის ორგანიზატორებს და სადაც არა სჯობდა, გაცლა ამჯობინეს.  შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საკუთარ facebook-ზე დაწერა, რომ მიმდინარეობს შეხვედრები რეგიონში, სადაც მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებს აცნობენ, თუმცა აშკარად დავარდნილია ის ტემპი და რიხი, რითაც აქამდე იქადნებოდნენ.

 

გრიგოლ ვაშაძის facebook-გვერდიც ორიოდე დღის წინ იყო აქტიური და იქაც რიხდაცემულ პოსტს წააწყდებით, სადაც წერია: „ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველოში შეწყდეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა და რაც მთავარი არის საქართველოს მოქალაქეს მივეხმაროთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში”.

 

ყველა ამ გარემოებიდან და სააკაშვილის ბოლო facebook მიმართვიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მისი გუნდი ირიბად თუ პირდაპირ მიატოვა და ახალ გზებს ეძებს პოლიტიკური ცვლილებების მოსახდენად.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი