logo_geo
ეკა ბესელია: ყველაფერს ნათელს მოვფენ
- +

10 იანვარი. 2019. 13:54

 

„ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

 

„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს“, - განაცხადა ბესელიამ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა.

 

შესაბამისად, ივანიშვილისთვის უცნობია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს.

 

ამასთან, როგორც ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში განმარტავს, ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ, ამიტომ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი