logo_geo
გედევან ფოფხაძე: თუ ეს სია დამტკიცდა, შეიძლება პარლამენტში ტროტილით მივიდე და ავიფეთქო თავი
- +

10 იანვარი. 2019. 18:31

გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მიღების სასტიკად წინააღმდეგია. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ განიხილავს, რას მოიმოქმედებს, შეიძლება მისი რეაქცია არაადეკვატურიც კი იყოს.

 

„თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდა, ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ და არაადეკვატური გავხდები, აი რაში გამოიხატება ეს მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, შეიძლება ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე“, – განაცხადა ხუმრობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი