logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მე ვერაფერს ვურჩევ ხელისუფლებას...
- +

11 იანვარი. 2019. 17:44

 

 

ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის შემრიგებელი პრეზიდენტი იქნება ოპოზიცია-პოზიციას შორის, თუმცა ამ ეტაპზე ის არაფერს გააკეთებს. მან ასევე აღნიშნა, რომ  სამთავრობო გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა და მოსამართლეების დამტკიცებაზეც ვერაფერს ურჩევს მთავრობას.

 

„მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია იყოს მხოლოდ საზოგადოების მხარეს და საზოგადოების მოლოდინი გაახმოვანოს.

 

„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ. მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“, - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

 

big_banner
არქივი