logo_geo
„თუ სერგო მეთოფიშვილს სურს თავი ფრთიანი გამონათქვამებით გამოიჩინოს, შეუძლია არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და...“
- +

16 იანვარი. 2019. 17:02

 

 

„გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და შეუძლია უფრო ფრთიანი გამონათქვამებიც გამოიყენოს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან.

 

„თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი ფრთიანი გამონათქვამებით გამოიჩინოს, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და წარმომადგენლობით ორგანოში მოვიდეს.

 

სჯობს, დიქტატურასა და ავტორიტარიზმზე ფრთიანი გამონათქვამებით იმ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ, ვინც ასეთ საუბარში შემჩნეულია. მოსამართლეს აკადემიური რიტორიკისგან მოვუწოდებ. სასამართლო ხელისუფლება წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მსაჯული და არა მხარე. მე ამას ვისურვებდი, თორემ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და შეუძლია უფრო ფრთიანი გამონათქვამებიც გამოიყენოს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი