logo_geo
დავით ზალკალიანი: ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმს ვიყენებთ, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მკაფიოდ წარმოჩენილი
- +

24 იანვარი. 2019. 18:54

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წლევანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმი შეაჯამა. მისი განცხადებით,  საქართველოს პოზიცია ფორუმის ფარგლებში არაერთ ღონისძიებაზე მკაფიოდ წარმოჩინდა. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.

 

„ფორუმზე წარმოჩენილი იყო ის ეკონომიკური პრიორიტეტები და უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ სატრანზიტო ქვეყნებზე გამავალი მარშრუტები იყოს აღიარებული და ამ კონკურენციაში, ვფიქრობ, რომ  საქართველო თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს და ჩვენ ამ კონტექსტში ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისთვის, მიმართულია უსაფრთხოებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რისკები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა, რადგან სტაბილურობა არის გარანტია ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური აღმავლობის“, - განაცხადა დავოსის ეკონომიკური ფორუმის კომენტირებისას დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი