logo_geo
ირაკლი ბერაია: 2019 წელს საქართველო NATO-ს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება
- +

28 იანვარი. 2019. 16:15

 

 

„2019 წელს საქართველო NATO-ს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

 

NATO-საქართველოს სწავლება, ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის ვიზიტები, ისევე როგორც სხვა ერთობლივი აქტივობები ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა. NATO საქართველოს განიხილავს როგორც მომავალ წევრს-სახელმწიფოს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასთან თანამშრომლობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ამ თანამშრომლობის შინაარსი და უპრეცედენტო მასშტაბები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის და თავდაცვის სფეროში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით გატარებული და მიმდინარე რეფორმების პირდაპირი შედეგია. სწორედ ეს რეფორმებია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიღებული დახმარებების ჩვენი თავდაცვის საჭიროებებთან სინქრონიზაციას და  საქართველოს ალიანსის ბევრ წევრ-სახელმწიფოზე უფრო თავსებად ქვეყნად ტრანსფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი