logo_geo
სოფიო ქაცარავა: NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ...
- +

28 იანვარი. 2019. 16:37

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში იგეგმება.

 

„საქართველოს სჭირდება NATO-ს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც საქართველო და რეგიონი დგას, ისევე როგორც NATO-ს სჭირდება სანდო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას.

 

NATO-საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა არის ის დინამიკა, რასაც შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ქვეყანაში და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის კიდევ უფრო გასამყარებლად“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი