logo_geo
ოთარ ანგურიძე: ევროპის პალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა
- +

12 თებერვალი. 2019. 12:46

 

„ევროპის პალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა, რაც პოტენციური ინვესტორების მხრიდან საქართველოში ბიზნესის კეთების დაწყების დაინტერესებას იწვევს. ყოველივე მთავრობის მხრიდან ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული  რეფორმების შედეგია“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

 

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა. ამ შედეგით საქართველო რეგიონში იკავებს პირველ ადგილს და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი და სხვა. კვლევაში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსები.

 

 

 

big_banner
არქივი