logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას პატიმრის ამპლუაშიც არ ვჭირდები...
- +

13 თებერვალი. 2019. 17:21

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის ამპლუაშიც არ სჭირდება. ამის შესახებ სააკაშვილი, DEUTCSHE WELLE - სთან ინტერვიუში აცხადებს. ქართული გამოცემა  „Bfm“, სააკაშვილის ინტერვიუს ნაწილს ქართულ ენაზე გვთავაზობს.

 

 სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში გეგმავს დაბრუნებას.

 

„პირველი, რასაც უკრაინის არჩევნებისგან ველოდები, არის ის, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. გარდა ამისა, ჩემს პარტიას „ახალი ძალების მოძრაობას“, პარლამენტის არჩევნებისთვის მოვამზადებ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთზეა გადაბმული.  არ მაქვს განზრახული ორ სკამზე ჯდომა, მაგრამ გამოწვევები ერთნაირია, მტრებიც ერთმანეთს ჰგვანან და მათი რეაქციებიც ჩემს მიმართ მსგავსია. მათ ორივემ მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ მე ხომ ლტოლვილი არ ვარ. კარგი, გამასამართლეთ თქვენი უსამართლო სასამართლოთი, მაგრამ ქვეყანაში შემომიშვით. არა, იჯექი მანდ, შენს ჰოლანდიაშიო, ჩვენ ციხეში მყოფიც კი არ გვჭირდებიო. მოკლედ, ანეკდოტური სიტუაციაა, ასეთი რამ არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ მომხდარა, რამდენადაც ვიცი, ბოლო ასი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი