logo_geo
ილია წულაია: ეს არის რევოლუციური ნაბიჯი ქალაქის განვითარებაში
- +

15 თებერვალი. 2019. 12:34

 

 

„კახა კალაძის და თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმების შესახებ რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია აცხადებს.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით:

 

  1. პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოტურ განაშენიანებას - აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე ზომით.

 

  1. მეორე მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის - არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს, ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება.

 

მე მივესალმები ამ თამამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, თბილისის განვითარება სწორი მიმართულებით გაგრძელდება“, - აღნიშნავს წულაია.

 

 

big_banner
არქივი