logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ვმუშაობთ, მოვნახოთ ფორმა, რომ დიასპორას პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს
- +

18 თებერვალი. 2019. 10:35

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორასთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

 

„კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს შესაძლებელია დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან ამავე ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები კანდიდატები. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ არჩეული პარლამენტარები იყვნენ თქვენი ინტერესების დამცველები. ისე ვერავინ გაიგებს თქვენს სათქმელს, ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზეც მოვახერხებ პარლამენტში ჩემი კოლეგების დარწმუნებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი