logo_geo
ეკა ბესელია დეკანოზის შეწყალების საკითხზე: შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამ პროცესში პარლამენტი არ მონაწილეობს
- +

18 თებერვალი. 2019. 13:58

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და მასში პარლამენტი არ ერევა.

 

„შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლად ჰყავს პატრიარქი, რომლის ჰუმანურობაში, რომლის განსაკუთრებულ კაცთმოყვარეობაში და განსაკუთრებულ ქრისტიანულ თვისებებში არასოდეს ეჭვი არ შემპარვია და არასდროს კითხვის ნიშანი არ დამისვამს ამ კუთხით“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი