logo_geo
სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა
- +

21 თებერვალი. 2019. 21:26

 

 

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა“,- განაცხადა  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 სოფიო ქაცარავამ დადებითად შეაფასა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია კონფლიქტის პრევენციისკენ, მედიატორის როლის შესრულებასა და კონფლიქტურ რეგიონებში ზიანის შემცირებისაკენ , ასევე ფოკუსირებულია ადამიანის საჭიროებებზე.

 

 სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლოებით 400,000 დევნილზე, რომლებიც იძულებით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებაა.

 

 „ბევრი თქვენთაგანი ადგილზე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების კუთხით. ეს არა მხოლო საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ

 

 

big_banner
არქივი