logo_geo
ეკა ბესელია: ვაპირებ, ბრძოლა გავაგრძელო იმ ადამიანებთან ერთად, ვინც...
- +

22 თებერვალი. 2019. 12:26

 

„ვაპირებ, ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის რთულია, თუმცა, თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.

 

„ჩემი ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. მე ვაპირებ, ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც პირველი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

big_banner
არქივი