logo_geo
ვინ იქნებიან ეკა ბესელიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის წევრები?
- +

22 თებერვალი. 2019. 16:54

 

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ.

 

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნებიან მისი პოლიტიკური მოკავშირეები, თუმცა „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეკა ბესელია კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებთანაც აწარმოებს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შეიქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შემდგომ პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

 

საზოგადოების ცნობილ სახეებს შორის, ვინც ეკა ბესელიას გუნდში მოიაზრებიან, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით იქნებიან:

 

პოეტი დავით მაღრაძე

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი

რეჟისორი ქეთი დოლიძე

 

ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მომღერალი გია გაჩეჩილაძეც, თუმცა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აზუსტებს, რომ სამომავლოდ არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს.

 

გია გაჩეჩილაძე, მომღერალი: „ჯერ არანაირი კონსულტაცია არ მქონია, თუმცა რა თქმა უნდა, სულით, გულით, მანდ ვიქნები ყოველთვის, ვინაიდან მხარს ვუჭერ ეკას მოთხოვნებს“.

 

საქართველოს პარლამენტიდან ახალ გუნდში მოიაზრებიან:

ეკა ბესელია

გედევან ფოფხაძე

ლევან გოგიჩაიშვილი

ნუკრი ქანთარია

ზაზა პაპუაშვილი

ზვიად კვაჭანტირაძე

დავით ჭიჭინაძე

 

თბილისის საკრებულოდან:

ვატო შაქარიშვილი

ჯაბა ჯიშკარიანი 

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე დეპუტატთან და ასევე საზოგადოების წარმომადგენელთან.

 

ვატო შაქარაშვილი, საკრებულოს დეპუტატი: „პარლამენტის გარკვეულმა წევრებმა, ერთის მხრივ მხარი არ დაუჭრეს სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების თავხედობის დასასრულის დასაწყისს, მეორე მხრივ მათ არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმად აღიარებას და ამასთან, იგივე ადამიანებმა, იგივე დეპუტატებმა, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულეს. ამით მგონი ყველაფერი ცხადია. ძალიან მაღალი ხარისხის უტიფრობაა ეს“.

 

ალექსანდრე ქანთარია, პარლამენტის დეპუტატი: „პირადად ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, თუ კი არ მოხდა მისი ბუნებრივი გადაწყობა, რომ ეს შენჯღრევა გაგრძელდება“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი