logo_geo
ირმა ინაშვილის საგანგებო მიმართვა გიორგი მარგველაშვილს
- +

28 იანვარი. 2017. 20:44



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები თეა სირაძე და თამარ ტალიკაძე მოინახულა.


ინაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია შეწყალების კომისიის პოზიცია თეა სირაძის საქმესთან დაკავშირებით და მისი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს საგანგებოდ მიმართავს.


„ჩემთვის გაუგებარია შეწყალების კომისიის პოზიცია, რატომ არ მოხდა აქამდე თეა სირაძის შეწყალება. არ არსებობს საფუძველი არ შეიწყალო ის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი კარგად გაიაზრებს ამ მიმართვას და იმას, რომ ოთხი შვილის დედა, სპორტსმენი ქალბატონი უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მე-5 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

 

„პატიმრები საუბრობენ, რომ პირობები არის ნორმალური, არ ხდება არაადამიანური მოპყრობა, ზეწოლა, ცემა. იმაზე, რაც 2010-2012 წლებში ხდებოდა და რასაც მე ვასაჯაროებდი, საერთოდ არ არის საუბარი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.




 

big_banner
არქივი