logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და გაძლიერება
- +

5 მარტი. 2019. 21:16

 

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,რეაქციაში" განაცხადა.

 

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ ეს მიზეზები და პრობლემებია ძირითადად, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო, პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, პირველი თაობის თანაპარტიელების და ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ და მეტი კოორდინაციით. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გახდა.

 

 

big_banner
არქივი