logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა, სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე
- +

5 მარტი. 2019. 22:27

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია თოქ-შოუ ,,რეაქციაში" დააფიქსირა. მისი თქმით, დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე.

 

„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში უკვე, როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი,  ვფიქრობ რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ აქ რაღაც ისე არ არის. ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და მე არავის ადვოკატი არ ვარ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს, იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ მე ვგულისხმობ ჩვენ თავს, არა ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ . კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. დამერწმუნეთ, რომ რეალურად დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გახდა.

 

 

big_banner
არქივი